loader

რა თქვა ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, მას შემდეგ რაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, მას შემდეგ რაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლოში ბევრი კანონთან შეუსაბამო მსჯელობა გვინახავს, მაგრამ არითმეტიკასთან შეუსაბამო პირველად ვნახე - თუ მან მიიღო უკანონო შემოსავლად ცოტა თანხა, უფრო მეტ თანხას უბრალოდ ვერ გაათეთრებდა, თეორიულად გამორიცხულია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია ბრალდება იყოს ისეთი, როგორიც არის.

როგორც უფლებადამცველი ამბობს, "ეჭვები არსებობს, რომ ეს არ ემსახურება მართლმსაჯულების მიზნებს".

„მას დეკლარაცია უნდა შეევსო 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ქონება კი შეძენილია 2025 წელს, უფრო გვიან. ამ ქონებასთან დაკავშირებით მას არც არასდროს დაუმალავს, არც არასდროს ყოფილა ფარული გარიგება, რომ ვითომ, ეს ქონება არ არსებობს, ან მისი არ არის. გაფორმებულია მის მეუღლეზე. შეძენა მოხდა სრულიად კანონიერად. ჩვენ დაახლოებით, 2 კვირის წინ წარვუდგინეთ გამოძიებას მტკიცებულებები იმისა, რომ დაახლოებით, 2-ჯერ მეტი აქვს შემოსავალი მიღებულიყო იმ პერიოდში, როდესაც საერთოდ არ იკავებდა საჯარო სამსახურში რაიმე სახის თანამდებობას.

ეჭვები მდგომარეობს იმაში, რომ ეს არ ემსახურება მართლმსაჯულების მიზნებს, არ ემსახურება სამართლის განხორციელებას, თუ რას ემსახურება ამ სამ დღეში სამ ადვოკატს ცოტა გაგვიჭირდება დადგენა.

შეუძლებელია ბრალდება იყოს ისეთი, როგორიც არის. ერთმანეთს გამორიცხავს. თუ მან მიიღო უკანონო შემოსავლად ცოტა თანხა, უფრო მეტ თანხას, უბრალოდ, ვერ გაათეთრებდა. თეორიულად გამორიცხულია. ჩვენ ბევრი არასწორი მსჯელობა, კანონთან შეუსაბამო მსჯელობა გვინახავს სასამართლოში, მაგრამ არითმეტიკასთან შეუსაბამო პირველად ვნახე," - განაცხადა ადვოკატმა.