loader

დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა უმძიმესია - ტრაგედიის დეტალები ესპანეთიდან, სადაც ერთ-ერთ ბარ­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა უმძიმესია - ტრაგედიის დეტალები ესპანეთიდან, სადაც ერთ-ერთ ბარ­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და

ეს­პა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ მად­რიდ­ში, ერთ-ერთ ბარ­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და, რის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო და­შა­ვე­ბუ­ლია სულ მცი­რე - 25 ადა­მი­ა­ნი.

მად­რი­დის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, მე­ხან­ძრე- მაშ­ვე­ლებ­მა ამ დრო­ის­თვის ერთი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს.

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ორის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზი გა­ზის გა­ჟონ­ვაა. გა­ზეთ El Pais-ის ცნო­ბით, მად­რი­დის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, კარ­ლოს მა­რინ­მა, გან­მარ­ტა, რომ ეს გა­ზის აფეთ­ქე­ბა იყო, მაგ­რამ მათ ჯერ კი­დევ არ შე­უძ­ლი­ათ და­ა­კონ­კრე­ტონ, თუ რამ გა­მო­იწ­ვია გა­ზის გა­ჟონ­ვა.

სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი აცხა­დებს, რომ შე­ნო­ბის ნა­წი­ლი, სა­დაც ბარი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, ხლა ავა­რი­უ­ლია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზედა სარ­თუ­ლე­ბი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია შე­ნო­ბა­ში შე­სას­ვლე­ლი ტე­რი­ტო­რია ისე, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის იქ შეს­ვლა ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.