ბათუმის აეროპორტში Netfix-ის სერიალის გმირი დააკავეს - "თაღლითი რომეო" წითელი ცირკულარით იძებნებოდა
The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტში Netfix-ის დოკუმენტური სერიალის, Tinder Swindler-ის გმირი და "თაღლითი რომეოს" სახელით ცნობილი საიმონ ლევაევი დააკავეს.
გამოცემის ცნობით, ლევაევის დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მათ შორის, მისი ადვოკატებისთვისაც.
შსს-ში ინფორმაციას ადასტურებენ, უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და ის უწყების თანამშრომლებმა ბათუმის აეროპორტში დააკავეს.
გავცრელებული ინფორმაციით, ლევიევი თავს ბრილიანტებით მოვაჭრედ ასაღებდა, ქალებს უკავშირდებოდა Tinder-ზე და თაღლითობით ფულს სძალავდა. 35 წლის ლევიევზე დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული Netflix-საც.