loader

რა განაცხადა ეკა ბესელიამ მას შემდეგ, რაც დროებითი მოთავსების იზოლატორში ელენე ხოშტარია მოინახულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა განაცხადა ეკა ბესელიამ მას შემდეგ, რაც დროებითი მოთავსების იზოლატორში ელენე ხოშტარია მოინახულა

იურისტმა ეკა ბესელიამ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მოინახულა.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი თავს მხნედ გრძნობს.

მისივე თქმით, ხოშტარიას დანაშაული არ ჩაუდენია, რადგან ბანერზე წარწერის გაკეთება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის.

ინფორმაციისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერს ელენე ხოშტარიას ბრალს ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს წარუდგენენ, პროცედურას, ასევე მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძეც დაესწრება. რის შემდეგაც, სასამართლო ელენე ხოშტარიას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.