loader

"ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი..." - რას ამბობს კახა კალაძე ქვეყანაში უპრეცედენტო ოდენობის თანხის შემოტანაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი..." - რას ამბობს კახა კალაძე ქვეყანაში უპრეცედენტო ოდენობის თანხის შემოტანაზე?

"ვერაფერ გეტყვით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდი თანხის ოდენობაზე არის საუბარი, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, დაველოდოთ გამოძიებას" - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძებ ქვეყანაში შემოტანილი უპრეცედენტო ოდენობის თანხის შემოტანასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის,საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

ამის შესახებ, გუშინ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.