loader

"თბილისთან ახლოს ნახევარ კილომეტრიანი სათხილამურო ტრასა გაკეთდება“ - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თბილისთან ახლოს ნახევარ კილომეტრიანი სათხილამურო ტრასა გაკეთდება“ - კახა კალაძე

ბეთანიაში სათხილამურო ტრასის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ტრასა ნახევარ კილომეტრიანი იქნება.

„ბეთანიაში გვინდა გავაკეთოთ სათხილამურო ტრასა, აქ ძალიან ადრე იყო სათხილამურო ტრასა, თუმცა დღეს ხედავთ რა მდგომარეობაა. მთლიანად გვინდა, რომ ყველაფერი მოვაწესრიგოთ, კეთდება ახალი პროექტი. ძალიან მაგარია რომ თბილისთან ახლოს ნახევარ კილომეტრიანი სათხილამურო ტრასა გაკეთდება“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთანავე, მისივე განცხადებით, ადგილზე შემუშავდება ახალი პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ახალი საბაგიროს მშენებლობა, კაფე-ბარების მოწყობა, ხელოვნური გათოვლიანება და ა.შ.

„არსებული საბაგირო ამორტიზებული და გაუბედურებულია, მთლიანად შესაცვლელია, აქ ახალი პროექტი უნდა განხორციელდეს. გვინდა დავამონტაჟოთ დამწყებებისთვის მოძრავი ხალიჩა. ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნება გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, იქნება ღამის განათებაც, რომ ღამეც შესაძლებელი იყოს სრიალი. შევიმუშავებთ პროექტს, რომ შემდეგ ტენდერის გამოცხადების საშუალება გვქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, ადგილზე განხილულ იქნას მეორე სასრიალოს ტრასის მშენებლობა და 4 სეზონის სასრიალოს გაკეთება.