loader

"ცხოვ­რობს ძა­ლი­ან ახ­ლოს და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ყა­როს ბავ­შვს " - ხატია ვიბლიანის მიერ ნაცემი 15 წლის ბიჭის ოჯახი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცხოვ­რობს ძა­ლი­ან ახ­ლოს და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ყა­როს ბავ­შვს " - ხატია ვიბლიანის მიერ ნაცემი 15 წლის ბიჭის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

მკლავ­ჭი­დელ ხა­ტია ვიბ­ლი­ანს, რო­მელ­საც არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა ედე­ბა ბრა­ლად, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 3000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ლელა მა­რი­დაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

რო­გორც პრო­კუ­რო­რი ნა­თია ნო­ზა­ძე გან­მარ­ტავს, ბრალ­დე­ბულ­მა 15 წლის ბავ­შვს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ხე­ლე­ბი­სა და ფე­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. დაც­ვის მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, ვიბ­ლი­ა­ნი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს, ინა­ნი­ებს და გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. ად­ვო­კატ­მა გი­რა­ოს შემ­ცი­რე­ბაც მო­ი­თხო­ვა.

სა­სა­მარ­თლო­ზე ხა­ტია ვიბ­ლი­ან­მა თქვა: „ვი­ზა­რებ და­ნა­შა­ულს და ვი­ნა­ნი­ებ“. მო­სა­მარ­თლის კი­თხვა­ზე, რას საქ­მი­ა­ნობს და რა შე­მო­სა­ვა­ლი აქვს, მან გა­ნა­ცხა­და, რომ სპორ­ტსმე­ნია და ამ ეტაპ­ზე, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის გარ­და, შე­მო­სა­ვა­ლი არ აქვს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტი მიმ­დი­ნა­რე წლის 11 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში, ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში მოხ­და. ბრალ­დე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვანს ჯერ მა­ღა­ზი­ა­ში მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, შემ­დეგ კი ძა­ლა­დო­ბა მა­ღა­ზი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­აგ­რძე­ლა

ცოტა ხნის წინ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა "ამბები.ge" -ს ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბა მიაწოდა და მისი გავ­რცე­ლე­ბა გვთხო­ვა:

"რო­გორც იცით, ქ. ხა­ტია ვიბ­ლი­ანს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა, ოჯა­ხი ითხოვს ხა­ტია ვიბ­ლი­ა­ნის აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს პა­ტიმ­რო­ბა და არა გი­რაო, რად­გან, ვერ ვგრძნობთ თავს და­ცუ­ლად, დამ­ნა­შა­ვე ცხოვ­რობს ძა­ლი­ან ახ­ლოს და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ყა­როს ბავ­შვს. ასე­ვე საფრ­თხე­შია მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არა­ვინ იცის, კი­დევ ვის გა­ი­მე­ტებს და უმო­წყა­ლოდ სცემს ეს ქალ­ბა­ტო­ნი.

გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს ის ფაქ­ტიც რომ, მისი არ და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მე­ურ­ვე­ო­ბა, რო­მელ­ზეც მან ისე­ვე, რო­გორც მო­ზარ­დზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იძა­ლა­და იმ სა­ღა­მოს და ატი­რე­ბულ ბავ­შვს ეს ყვე­ლა­ფე­რი აყუ­რე­ბი­ნა. ქალს რო­მელ­საც პირ­ველ ბავ­შვზე დე­დო­ბა აქვს ჩა­მორ­თმე­უ­ლი, თქვე­ნი აზ­რით მე­ო­რეს ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ზრდის?

ახლა აცხა­დებს, არ ვი­ცო­დი არას­რულ­წლო­ვა­ნი რომ იყოო. არა­და, მა­შინ ხომ ჰქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი,მო­ზარ­დთან რომ ჰქონ­და საქ­მე, როცა მი­მარ­თავ­და: “ შე, წვინ­ტლი­ა­ნო, ნა­ბიჭ­ვა­რო, მე შენ გას­წავ­ლი ჭკუ­ა­სო”. და თავს ვინ ვის და­ეს­ხა ესეც მშვე­ნივ­რად ჩანს კად­რებ­ში, მოწ­მე­ე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ მა­ღა­ზი­ა­ში".