რას ჰყვება 26 წლის გოგო, რომელიც იტალიაში 17 წელი ცხოვრობდა და საქართველოში ახლახან დაბრუნდა - " ძალიან გამიჭირდა, სულ მინდოდა სამშობლოში დაბრუნება"
ეს 26 წლის ქრისტინა მექერიშვილია, რომელიც 17 წლის განმავლობაში იტალიაში, დედასთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა სამშობლოში დაბრუნებაზე მუდმივად ოცნებობდა. გვიყვება, რომ ვერ ბედავდა უკან დაბრუნებას, თუმცა რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლა და ახლა ძალიან ბედნიერია.