"ფაქტობრივად ძმის საფლავზე ცხოვრობდა, ხშირად მონასტერში იყო... არ შეარგეს ნანატრი შვილის დაბადება, რაც შეეხება მის დაკავებას..." - რას ჰყვება ზურაბ ზვიადაურის ახლობელი
გუშინ, ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.
ეს ამბავი კიდევ ერთხელ აბრუნებს საზოგადოებას 2021 წლის აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებთან, როდესაც მომხდარმა დაპირისპირებამ მისი ძმის, ზვიად ზვიადაურის სიცოცხლე იმსხვერპლა. იმ პერიოდში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზვიადაური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი მის ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი სიხარულიც დადგა - ქალიშვილის მართას დაბადება.
ბოლო წლებში ზურაბ ზვიადაური მედიასთან აღარ გამოჩენილა. ჩვენ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ ოჯახის ახლობელთან, ირმა ბენდელიანთან, რომელიც სპორტსმენის ბოლო წლებზე და იმ უმძიმეს პერიოდზე გვიყვება, რაც ოჯახს გადახდა:
- მედია ყველაფერს ცალმხრივად აშუქებს. წერს, რომ ზვიადაური მკვლელია. მისი ძმა ვინ მოკლა? - გასაშველებლად და შესარიგებლად მისული ორი ვაჟკაცი მოკლა იმ უბედურმა. ზურასაც და კიდევ ბევრს მიაყოლებდა, რომ არ გაენეიტრალებინათ.
ეს ძალიან კარგად იცის ყველამ, მაგრამ მაინც ისე აშუქებს ყველა მედია, როგორც ზოგიერთ გადაგვარებულ ქართველს სურს. რაც შეეხება ზურას დაკავებას, ვერაფერს გეტყვით. ვიცი მხოლოდ ის, რომ იარაღი არ იყო მოქმედი. გასროლა შეუძლებელი იყო იმ ჯართით.
- როგორ ცხოვრობდა ზურა ბოლო წლებში?
- მომხდარის შემდეგ განადგურებული იყო, ფაქტობრივად მისი ძმის საფლავზე ცხოვრობდა... ხშირად მონასტერში იყო... არ შეარგეს ნანატრი შვილის დაბადება... ზურა ზვიადაური ყველაფერში ჩემპიონია: კაცობაში, სამშობლოს სიყვარულში, ოჯახში და სამეგობროში. იცით, რომ ზურას დედა ზვიადის სანთელთან ერთად მკვლელსაც უნთებს სანთელს... ხევის ქალია, საოცარი... განაგრძეთ კითხვა