მოზარდების მასობრივი დაკავება დაბადების დღის წვეულებაზე - "მთელი გზა გადაკეტილი იყო - არ ვიცოდი, რომ ამდენი ბავშვი იყო. პოლიციას დავურეკე მას შემდეგ, რაც დავინახე, როგორ ამსხვრევდნენ ბოთლებს გზაზე" (ავსტრალია)
13 სექტემბერს, სამხრეთ უელსში, ბრიჯენდის მახლობლად, დაბადების დღის წვეულებაზე, ხმაურიანი მოზარდების დიდი ჯგუფი დააკავეს.
შაბათს ღამით, საცხოვრებელ სახლში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მეზობლები მაშინ შეშფოთდნენ, როდესაც მათი თქმით მოზარდები „ქუჩაში ბოთლებს ისროდნენ.
მეზობლები იძულებულები გახდნენ, ახალგაზრდების დასაშლელად პოლიცია გამოეძახებინათ.
42 წლის ჯეინ ლიუელინმა, რომელიც ქაოსს საკუთარი ეზოდან უყურებდა, ეს სცენა „სრული ქაოსის“ სახელით აღწერა.
„მთელი გზა გადაკეტილი იყო - არ ვიცოდი, რომ ამდენი ბავშვი იყო. პოლიციას დავურეკე მას შემდეგ, რაც დავინახე, როგორ ამსხვრევდნენ ბოთლებს გზაზე,“ - ამბობს თვითმხილველი.