"რა დღეშია მაჭახელას ხეობა" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
აჭარაში, მაჭახელას ხეობაში მდინარე მაჭახელას ადიდებამ პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარე კალაპოტიდან გადავიდა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საყანე მიწები დატბორა. მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავს.
როგორც ხელვაჩაურის მერიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მათივე თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული.
“ამინდის მკვეთრი გაუარესების შედეგად, მდინარე მაჭახელა ადიდდა და გადმოვიდა კალაპოტიდან. დაზიანდა ახლომდებარე სარესტორნო ინფრასტრუქტურა და დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ხელვაჩაურის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები”,- აცხადებენ უწყებაში.
ვიდეო: გიორგი სალვარიძე