რა ხდება ამ წუთებში ბათუმში ძლიერი ქარისა და წვიმის შემდეგ? - კადრები ადგილიდან
ბათუმში სანაპიროზე შტორმა ინფრასტრუქტურა დააზიანა.
ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად პარკებსა და სკვერებში ხე-მცენარეები წაიქცა. მოქალაქეების ინფორმაციით, ბათუმში რამდენიმე ადგილზე მრავალწლოვანი ხეები საბავშვო სკვერს დაეცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბათუმში ძლიერი ქარი და წვიმა ამ დრომდე გრძელდება.
სანაპიროს ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და სანაპიროზე გასვლა კატეგორიულად აკრძალულია.
ვიდეო: ბათუმი დღეს