loader

ნიკა ნარსია, რომელსაც ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა ნარსია, რომელსაც ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს

სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს.

პოლიციამ ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავა, როდესაც ქვეყანაში შემოდიოდა.

ნარსიას დაკავების ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ნიკა ნარსია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ნიკა ნარსია არ დასწრებია.