loader

სამართალდამცველებმა 2018 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამართალდამცველებმა 2018 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო ზემო-სვანეთი პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული გ.ზ. სამეგრელოს რეგიონში დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გ.ზ. სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2018 წლიდან იძებნებოდა.

სამართალდამცველების მიერ დაკავებული გ.ზ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.