loader

გიორგი ბურჯანაძე, დავით ევგენიძე, ნანული სარაჯიშვილი და სხვები - კიდევ ვის მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ბურჯანაძე, დავით ევგენიძე, ნანული სარაჯიშვილი და სხვები - კიდევ ვის მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება?

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიანიჭა.

თითოეულ მათგანს თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა.

თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ:

ზურაბ თურმანიძე - ექიმი, ქირურგი, სამხედრო-სამედიცინო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;

თინათინ მღვდლიაშვილი - პოეტი, მხატვარი;

ჯენარო ქრისტესაშვილი - ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ნოდარ ჩხარტიშვილი - ბიოლოგი, მეცნიერი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;

ბაკურ კიღურაძე - არქიტექტორი, მეცნიერი;

ოთარ გაბელაშვილი - ინჟინერი, სამთო გეოლოგი;

გივი ჭიჭინაძე - ინჟინერი, მომღერალი, პოლიტიკოსი;

თენგიზ გუგეშაშვილი - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

გოგა პიპინაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრი;

თომზირ ცომაია - სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე;

თინა მგალობლიშვილი - დიქტორი, მსახიობი;

დავით ევგენიძე - კომპოზიტორი, პიანისტი;

ზურაბ აბაშიძე - დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი;

არჩილ გოგელია - მოფარიკავე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი;

თეიმურაზ ჩიგოგიძე - ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძე - გამომცემელი, მეცენატი;

გიორგი ბურჯანაძე - ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;

ლაუზ (რეზო) ჭანიშვილი - ქორეოგრაფი-ქორეოლოგი, მოცეკვავე, დოქტორი, პროფესორი;

ნუგზარ კვაშალი - მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი, ანსამბლ „ხომლის“ წევრი;

რომან (რომა) რცხილაძე - მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი;

თინათინ ბუკია - ექიმი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი;

ნოდარ მითაგვარია - ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი;

ნანული აბესაძე - მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;

მანანა თოდაძე - მომღერალი, მსახიობი;

ნანული სარაჯიშვილი - კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;

ლეილა მუმლაძე - მუსიკოსი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი;

თამაზ მოლაშვილი - მუსიკოსი;

ნიკოლოზ შენგელაია - მხატვარი, ფილმ „სოფიკოს“ დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი;

მალხაზ დოლიძე - პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ჯიმი ყიფიანი - იურისტი.