loader

რას წერს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი სოციალურ ქსელში? - "როცა ჩემს ოჯახს უჭირდა, ჩამოვიდა, გვერდში დამიდგა..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას წერს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი სოციალურ ქსელში? - "როცა ჩემს ოჯახს უჭირდა, ჩამოვიდა, გვერდში დამიდგა..."

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცო­ლის ძმა ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვი­ლი ოლიპ­მი­ურ ჩემ­პი­ონს, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს, რო­მე­ლიც და­ა­კა­ვეს, სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს.

"2012 წელს, როცა ჩემს ოჯახს უჭირ­და, ჩა­მო­ვი­და, გვერ­დში და­მიდ­გა და სი­მარ­თლის გა­მარ­ჯვე­ბა მი­სურ­ვა.. გა­მარ­ჯვე­ბას გი­სურ­ვებ მე­გო­ბა­რო" - წერს თა­მა­ზაშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში.

ცნო­ბის­თვის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 2025 წლის 16 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4-იდან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამას­თან, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი აქვს წლე­ბის წინ მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზეც. კერ­ძოდ კი, 2021 წლის 16 აგ­ვის­ტოს, სო­ფელ წი­ნან­დლის ტყე­ში ორ­მხრი­ვი სრო­ლის დროს და­იჭ­რა 5 პირი, მათ შო­რის 3 გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლილ­თა­გან ერთი, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი იყო.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი მკვლე­ლო­ბის, ერთი პირი - ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლი კი, ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს, ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლი კი 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ, სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი ამ დრომ­დე არ დამ­დგა­რა. ზვი­ა­და­ურ­მა ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლო აირ­ჩია, მათი შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი კი კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს.