„აღარ იტირო, რაც ვერ ვითამაშეთ ბავშვობაში, აწი ახლა ვითამაშოთ, დაო - აი, რატომ უნდა გაიტესტოთ“- 34 წლის შემდეგ, და-ძმამ ერთმანეთი იპოვა - შეხვედრის კადრები
პროექტის „ვეძებ“ ავტორი, ტელეჟურნალისტი თამუნა მუსერიძე საზოგადოებას მორიგ ემოციურ ამბავს უზიარებს.
პროექტის დახმარებით და-ძმა 34 წლის მერე შეხვდა ერთმანეთს.
ემოციურ ვიდეოს "ფეისბუქ" ჯგუფში "ვეძებ" გავრცელდა.
"34 წლის შემდეგ ნაპოვნი ძმა,
და-ძმის შეხვედრა:-აღარ იტირო,რაც ვერ ვითამაშეთ ბავშვობაში ერთად, აწი, ახლა ვითამაშოთ დაო.
აი, რატომ უნდა გაიტესტოთ, აი რატომაა დნმ ტესტი საჭირო" - წერს ნინო მინდიაშვილი მინდუშა და ვიდეოს ავრცელებს.