loader

"45 წლის ვარ, ერთი ზღვაში არ დავბადებულვარ, თუმცა ლამის ზღვაში გავიზარდე, მაგრამ ასეთი ზღვა მე არ მახსოვს" - ექსპერტი შავ ზღვაში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ წერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"45 წლის ვარ, ერთი ზღვაში არ დავბადებულვარ, თუმცა ლამის ზღვაში გავიზარდე, მაგრამ ასეთი ზღვა მე არ მახსოვს" - ექსპერტი შავ ზღვაში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ წერს

"45 წლის ვარ, ერთი ზღვაში არ დავბადებულვარ, თუმცა ლამის ზღვაში გავიზარდე, მაგრამ ასეთი ზღვა მე არ მახსოვს" - ამის შესახებ ექ­სპერ­ტი იქთი­ო­ლო­გი­ა­სა და მე­თევ­ზე­ო­ბა­ში არ­ჩილ გუჩ­მა­ნი­ძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ზღვა­ში სიმღვრი­ვის ისე­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ფიქ­სირ­და, რომ ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის შე­საძ­ლოა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი დად­გეს.

"45 წლის ვარ, ერთი ზღვაში არ დავბადებულვარ, თუმცა ლამის ზღვაში გავიზარდე, მაგრამ ასეთი ზღვა მე არ მახსოვს.

ამაზე ბევრად მძლავრ შტორმსაც მოვსწრებივარ, უფრო მეტი გამორიყული დრიფტვუდიც მინახავს სანაპიროზე, მაგრამ ასეთი სიმღვრიე და ფერი არასოდეს ქონია ამ ზღვას.

სპეციალურად გავზომე (ტურბიდომეტრით), თან სამჯერ და თან მდინარიდან შორს - საზღვაო აკადემიის წინ.

სიმღვრივე დაფიქსირდა 2560 NTU (მინიმალური,) ასეთი სიმღვრივე შავ ზღვაში არასოდეს და არსად არ დაფიქსირებულა. კახოვკის კაშხალი რომ აააფეთქეს მაშინაც, 2650 NTU ( რეალურად უფრო მეტია) ლეთალურია ლითორალური ცენოზების ბინადრების უმრავლესობისთვის. სანაპიროს ბიომრავალფეროვნებისთვის ზიანი კატასტროფულია.

ეს შედეგია არა მხოლოდ წვიმების და შტორმის - წვიმებიც და შტორმიც, ამაზე ბევრად ძლიერი სულ იყო და იქნება, ესაა შედეგი ფაქტიურად ზღვის ყველა მკვებავი მდინარიდან ქვიშა-ხრეშის მტაცებლური და გაუაზრებელი მოპოვების.

სანამ დროა ეს უნდა გაჩერდეს!" - წერს არ­ჩილ გუჩ­მა­ნი­ძე.