loader

რა ჩანს ფარულად გადაღებულ კადრებში, რომლებსაც შსს აქვეყნებს? - პოლიციამ 3 პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ჩანს ფარულად გადაღებულ კადრებში, რომლებსაც შსს აქვეყნებს? - პოლიციამ 3 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 კილოგრამამდე „მეთადონი“ და ნახევარ კილოგრამამდე „ალფა პვპ“ ამოიღეს - დაკავებულია სამი პირი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამოღებულია 2 კილოგრამამდე „მეთადონი“ და ნახევარ კილოგრამამდე „ალფა პვპ“.

დანაშაული 20 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული, ი.ს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნახევარ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ალფა - პვპ ამოიღეს.

გამოძიების მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულისთვის, დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ სხვა პირებს, საქართველოში შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნარკოტიკული საშუალება სატვირთო ავტომობილით უნდა გამოეგზავნათ. ვინაიდან ი.ს. დაკავებული იყო ბრალდებულის სახით და გარკვეული პერიოდის მანძილზე ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება, გამოძიებისთვის უცნობი პირების მიერ მოხდა მისი ჩანაცვლება სხვა პირით, რომელსაც შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება უნდა გადასცემოდა.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უმოკლეს ვადაში მოხდა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების იდენტიფიცირება, რის შედეგადაც რუსეთის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ა.ტ. და აზერბაიჯანის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული კ.მ. სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.ტ.-მ სატვირთო ავტომობილის საშუალებით, საქართველოში 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ შემოიტანა და აზერბაიჯანის მოქალაქე კ.მ.-ს შემდგომი რეალიზაციის მიზნით გადასცა.

სამართალდამცველებმა კ.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული მსუბუქი ავტომობილის ჩხრეკისას, ორ შეკვრად დაფასოებული, 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალება ავტომობილის საბარგულში მოთავსებულ მეტალის აგრეგატში მოწყობილ სამალავში ინახებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამართალდამცველების მიერ აქტიურად მიმდინარეობს კომპლექსური ღონისძიებების გატარება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.