"ახლა ასეთი პოლიტიკოსების დრო აღარაა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმაურება
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, 4 ოქტომბერს, "ყველა ვინც არ მივა თვითმმართველობის არჩევნებზე, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს".
"სალომე სამადაშვილი არჩევნებში შესვლა არის "ქოცობა". ბიძინას მონობა. ბიძინასთან გარიგება.
ასევე, არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებსაც სულ უნდათ თბილ სავარძელში ჯდომა, ქუსლებით "პაესტკებში" სიარული.
ახლა ასეთი პოლიტიკოსების დრო აღარაა. ახლა მთავარი ბრძოლის ხაზი არა კონფორმიზმზე, არამედ ქუჩაში, ტალახში, წვიმაში დგომაზე გადის.
ასეთი პოლიტიკოსები ბიძინასთან ერთად ჩაირეცხებიან.
არა რუსულ არჩევნებს! არჩევნებზე წასვლა პატიმრების ღალატია!" - წერს ჟორჟოლიანი.