loader

რა შედეგით დაასრულა გუშინ ბულ­გა­რეთ­ში, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ა ხატია ვიბლიანმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შედეგით დაასრულა გუშინ ბულ­გა­რეთ­ში, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ა ხატია ვიბლიანმა?

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 15 წლის მო­ზარ­დზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 31 წლის მკლავ­ჭი­დე­ლი ხა­ტია ვიბ­ლი­ა­ნი ბულ­გა­რეთ­ში, ქა­ლაქ ალ­ბე­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან 20 და 21 სექ­ტემ­ბერს ყვე­ლა შეხ­ვედ­რა წა­ა­გო და ას­პა­რე­ზო­ბა უმედ­ლოდ და­ას­რუ­ლა. ქალი სპორ­ტსმე­ნი ორი­ვე მკლავ­ში ას­პა­რე­ზობ­და. ვიბ­ლი­ა­ნი კა­ნა­დის, უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის (ნე­იტ­რა­ლუ­რი დრო­შის ქვეშ მო­ას­პა­რე­ზე სპორ­ტსმე­ნი) წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რებ­ში და­მარ­ცხდა.

შე­გახ­სე­ნებთ, ხა­ტია ვიბ­ლი­ანს ბრა­ლად ედე­ბა 15 წლის ბი­ჭის ცემა. 17 სექ­ტემ­ბერს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ხა­ტია ვიბ­ლი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 3000 ლარი შე­უ­ფარ­და, რა­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ზარ­დის ოჯა­ხი აპ­რო­ტეს­ტებს.

მო­ზარ­დზე ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 14 სექ­ტემ­ბერს გავ­რცელ­და. თა­ვად ძა­ლა­დო­ბა 11 სექ­ტემ­ბერს მოხ­და.

რამ­დე­ნი­მე­წა­მი­ან ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი მო­ზარდს სა­ხე­ში ურტყამს ხე­ლებს. ბავ­შვი თა­ვის დაც­ვას ცდი­ლობს, მაგ­რამ ვერ ახერ­ხებს, რად­გან ქალს ის კე­დელ­თან ჰყავს მიმ­წყვდე­უ­ლი და გაქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

ვი­დე­ო­ში­ვე ჩანს, რომ ამ სცე­ნას უყუ­რებს ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის 4 წლის შვი­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც არას­რულ­წლო­ვან­ზე ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს და ჯა­რი­მას ან 2 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.