loader

"საშინელი აფეთქება იყო! სრულიად განადგურებულია! 2 დღეა ვამბობდით, რომ გაზის სუნია" - მძიმე კადრები ლოტკინის დასახლებიდან, სადაც ორი აფეთქება მოხდა: რას ჰყვება ადგილობრივი მცხოვრები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საშინელი აფეთქება იყო! სრულიად განადგურებულია! 2 დღეა ვამბობდით, რომ გაზის სუნია" - მძიმე კადრები ლოტკინის დასახლებიდან, სადაც ორი აფეთქება მოხდა: რას ჰყვება ადგილობრივი მცხოვრები?

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, მომხდარის შედეგად 1 ადამიანია დაშავებული.

"სასწაულებრივად გადავრჩით. ვერ გიპასუხეთ ბოდიში. კარგად ვართ, მადლობა ღმერთს. ეს არის შედეგი უპასუხისმგებლობის, უნიათობის, აღარ ვიცი, რა დავარქვა, ადამიანების ასეთ გაწირვას და ფეხებზე დაკიდებას. წუხელ ჩვენ წინ შენობა აფეთქდა, 19 წლის გოგო დაიწვა, გადარჩა საბრდნიეროდ.

ამის შემდეგ ისევ გაზის სუნი რომ იყო, სამაშველოს ვუთხარი, სუნია გაზის და გადაამოწმეთ ყველაფერითქო, იქედნურად ზურგი მაქცია და 114 იყო, გადაკეტა და საფრთხე აღმოფხვრილიაო. ეს სუნი გაიფანტა უბრალოდო, რის შემდეგაც იყო უდიდესი წნევით აფეთქება და ნგრევა" - წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე ლაშა შეროზია და ვიდეოს აქვეყნებს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.