რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
რიკოთის უღელტეხილზე, გუშინ, ავარიის შედეგად 5-მდე ავტომობილი დაზიანდა.
დაშავებულია 1 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, უღელტეხილზე რამდენიმესაათიანი საცობი იყო.
ინფორმაციას და ფოტოს მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.