loader

"რაც აქ ხდება სრული სიგიჟეა...დამწვრობის შემთხვევებიც იყო..." - რა ხდება ისანში? - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაც აქ ხდება სრული სიგიჟეა...დამწვრობის შემთხვევებიც იყო..." - რა ხდება ისანში? - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ისნის რაიონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ერთ-ერთი ადგილობრივი "ფეისბუქ" ჯგუფში "ქალაქის პრობლემები" ავრცელებს ვიდეომიმართვას და ამბობს, რომ ოჯახებს წყლის მიწოდების მუდმივი პრობლემა აქვთ.

"ეს არის ისნის რაიონის ზურაბ ბეგიაშვილის 2 ჩიხი (150-200 მეტრი). რაც აქ ხდება სრული ქაოსი და სიგიჟეა.7 აგვისტოდან დღემდე, წყალი ფაქტობრივად არ მოგვეწოდება.

ვისაც ე.წ."კალონკები" აქვთ, არ ერთვებათ,(ტაშტით ბანაობს მოსახლეობა), სარეცხი მანქანა არ ირთვება, ვერ ქაჩავს წნევა. (ეტყობა არ სურთ რომ დავივიწყოთ 90-იანები);

ვისაც ე.წ. ცენტრალური გათბობა აქვთ იმათ მდუღარე მოსდით (დამწვრობის შემთხვევებიც იყო);

წინა წელს ძლივს დაგებული საფარი მთლიანად გააუბედურეს. ერთი თვის განმავლობაში 10 ადგილას უკვე ამოთხარეს და პრობლემას ვერ პოულობენ. თუმცა მათი თქმით, იდეალური მილები გვაქვს და კანალიზაცია.

ეტყობა 3 თვეში ერთხელ რომ იჭედება კანალიზაცია ამ ჩიხში კი არა პარალელურ სამყაროში ამოსდის მეზობელთან, მთელი სამეზობლოს გა...ალი. 4-6 თვეში ერთხელ წყლის პრობლემაა სულ და "ლატკა ლატკაზე " გვაქვს ქუჩა ..ალბათ ჭადრაკი უნდა ვითამაშოთ .რომ მორჩებიან, ჯობია აქ წერას ჩავუჯდე და ჭადრაკის სვლები ვისწავლო.

სემეკში დაწერილია წერილი, ვნახოთ პასუხი. ვიმედოვნებთ მათი მხრიდან მაინც იქნება რეაგირება.

ხო, ისნის გამგეობამ ჩვენო ვერაფერს ვიზამთო. მადლობა მხარდაჭერისთვის!

ნამდვილი გამგეობა მასე უნდა დაუდგეს გვერდით თავისი რაიონის მოსახლეობას.

მოგვხედეთ...დავიღალეთ ამ 3 თვეში ერთხელ რეკვებით...ხან კანალიზაციის, ხან წყლის პრობლემაა მუდამ ამ ქუჩაზე. მოსახლეობას სულ დაბზარული კედლები აქვთ ამ წყლის პრობლემის გამო.

სადაც ამოთხარეს ქუჩის დასაწყისში ნაპრალებში ჯოხები შეარჭვეს და მოსახლეობის პროტესტზე...თანამშრომლების პასუხი იყო ერთი წელიწადი ხომ გაქაჩავსო...მერე მოვალთო შევაკეთებთო....ანუ ?

ხან ერთი ფარულ დაზიანებას ლომით ეძებს...ლომით...ნაწვიმარზე, გადაწყვიტა, რომ რაღაც მონაკვეთზე იქნება პრობლემა...მასე ვარაუდით 10 ადგილას ამოთხარეს...სულ ტყუილად... დიაგნოსტიკის აპარატი ძვირი ღირს და კომპანიას არ გააჩნიაო.

გეგონება თავისი ჯიბიდან უნდა ეყიდა. თავისთავად პროფესიონალი დიაგნოსტიკის აპარატით მოვიდა და მაგიტომ 4 ადგილას მაისი "უეჭველი აი აქა პრობლემა" ისევ ტყუილად ამოათხრევინა ქუჩა.

სასაცილოა რაც აქ ხდება...უბრალოდ მართლა "ტეხავს" რაც აქ ხდება." - წერს ნინო მზეობიძე და ვიდეოს ავრცელეებს.