loader

"მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 70 000 დოლარს" - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 70 000 დოლარს" - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოტყუებით დაპირდა, რომ ბათუმში მშენებარე ობიექტზე ტერასას საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადასცემდა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შედეგად საცხოვრებელ ბინად გადააკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფართი არ იყო აღნიშნული კომპანიის საკუთრებაში და მესამე პირის საკუთრებას წარმოადგენდა, ბრალდებულმა მეტი დამაჯერებლობისთვის დაზარალებულთან შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა და მასთან ერთად საჯარო რეესტრში წარადგინა, რითაც დაზარალებული დაარწმუნა, რომ დასახელებული უძრავი ქონება, რამდენიმე დღეში მის საკუთრებად აღირიცხებოდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 70 000 აშშ დოლარს.

ბრალდებული სამართალდამცველებმა 23 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თაღლითობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.