"ეს არის ჩვენი, კიდევ ერთი ახალი დაპირება...სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება..."- კახა კალაძე
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ავარიული ლიფტების სრულიად განახლება დააანონსა.
"წინა წლებში იყო ძალიან მძიმე და ფატალური შემთხვევები ლიფტის ჩავარდნასთან დაკავშირებით,ლიფტების გაუმართაობასთან დაკავშირებით. თქვენ როგორც იცით ქალაქში ძალიან ბევრი ავარიული შენობა ნაგებობაა. ცხადია, ასევე არის პრობლემა ლიფტებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ვიმსჯელეთ, ვიმუშავეთ, გვაქვს უკვე მონახაზი, ხედვა, თანხებიც ვიცით, ყველაფერი და მთელი ქალაქის მასშტაბით, 4 წლის განმავლობაში არ იქნება არცერთი ავარიული და პრობლემური ლიფტი.
ყველაფერი იქნება განახლებული, ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ახალი დაპირება, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქალაქში ლიფტების პრობლემა მთლიანად მოგვარებული იქნება. შეიძლება ეს პირდაპირ ასე ჩვენი ვალდებულება არ იყოს, თქვენ იცით, რომ არსებობს ამხანაგობები, ეს მათი საკუთრებაა და მათ უნდა მოახდინონ ზოგადადო სარემონტო სამუშაოების წარმოება იქნება შეცვლა თუ ა.შ.,თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე. მივიღეთ გადაწყვეტილება, ლიფტების ჩანაცვლება მოახდინოს მუნიციპალიტეტმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია" -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.