loader

"ამ ვიდეოში ღამის 4 საათია" - რა კადრები დააფიქსირა მოქალაქემ მოსკოვის გამზირზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ ვიდეოში ღამის 4 საათია" - რა კადრები დააფიქსირა მოქალაქემ მოსკოვის გამზირზე?

"გამარჯობა, ამ ვიდეოში ღამის 03:50-ია და მოსკოვის გამზირზე, ქინძმარაულის მეორე შესახვევი 15- ის მოპირდაპირედ მდებარე ქარხანა მგონი “მიქსორი" (მეპზე ეს სახელი აქვთ) კიდევ მუშაობს.

უკვე სამი წელია ერთი და იგივე სიტუაციაა. მერიის ცხელ ხაზზე ვრეკავთ, მოდიან გადასამოწმებლად, ამოწმებენ ხმაურის დონეს, რომელიც აჭარბებს დაშვებულ დეციბელებს, წესით ამბობენ, რომ დააჯარიმებენ, მაგარამ არ იცვლება ჩვენთვის არაფერი, ყოველ ღამე იგივე სიტუაციიაა უკვე მესამე წელია" - წერს მოქალქე მარიამ გელაშვილი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.