ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის, საბა კოდუას დაკავების შესახებ "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"რუსთავი 2"-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით საბა კოდუა დააკავეს.
"მეგობრებო, ეს არის ამბავი. საბა, რა თქმა უნდა, დაკავებული არაა. "რუსთავი 2" მოემზადოს პროცესისთვის. არასრულწლოვანზე სიტყვა სავარაუდოც რომ არ დაწერეს!! ნინო შუბლაძე ათამდე დაგეთვალათ, სიტყვა სავარაუდოდ ჩაგემატებინათ!!! შენს შვილზე პატარაა!!!! შენს ხელში დაიბადა, გაიზარდა!! რა იაფია შენი მორალი და ახლა როგორი არადამიანი ჩანხარ !!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ტელეკომპანიამ მოგვიანებით ასევე გამოაქვეყნა შსს-ს კომენტარიც: "შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს 2009 წელს დაბადებული ს.კ.-ს ავტომობილი, რომლის კარშიც შენიშნეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც სავარაუდოდ არის "ხმოვანი აკუსტიკური იარაღი".