loader

"ჭრილობა მიაყენა გულ-მკერდის და კისრის არეში, შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა" - ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჭრილობა მიაყენა გულ-მკერდის და კისრის არეში, შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა" - ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ ზუ­რაბ ბურ­დულს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას უწყე­ბა ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 25 სექ­ტემ­ბერს, კას­პში, ბრალ­დე­ბულ­მა და­ნით გულ-მკერ­დის და კის­რის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა ყო­ფილ მე­უღ­ლეს, რის შემ­დეგ ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა,19-109-ე მუხ­ლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, ჩა­დე­ნი­ლი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბის შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის გამო, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი კას­პში, ე.წ. მი­რი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში 25 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ამ მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა და­შა­ვე­ბუ­ლი თა­თია ლო­მი­ნა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბას, მას სხე­უ­ლის თით­ქმის ნა­ხევ­რის, 40-45%-იანი დამ­წვრო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა.

"პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა არის უმ­ძი­მე­სი. სხე­უ­ლის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი რო­გორც თერ­მუ­ლი აგენ­ტით, ასე­ვე ქი­მი­უ­რი აგენ­ტით. 40-45% არის დამ­წვრო­ბა, ამას ემა­ტე­ბა თერ­მო­ი­ნ­ჰა­ლა­ცი­უ­რი, ანუ სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. იმ­ყო­ფე­ბა მარ­თვით სუნ­თქვა­ზე. პროგ­ნო­ზებ­ზე ლა­პა­რა­კი რთუ­ლია. ჩვე­ნი მხრი­დან ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა, რომ ეს ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი ამ მძი­მე ტრავ­მი­დან გა­მო­ვი­დეს. ბას­რი საგ­ნით ჭრი­ლო­ბა აქვს გულ­მკერ­დის არე­ში, თუმ­ცა გულ­მკერ­დის ღრუ­ში შე­მა­ვა­ლი არაა“, - აღ­ნიშ­ნა იაშ­ვილ­მა.