loader

"ჰოლიდეი ინნ“-ში დაკავებულ პირზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჰოლიდეი ინნ“-ში დაკავებულ პირზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში ინვენტარის დაზიანების და მუქარის ფაქტზე საქართველოს და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის ნომერში ჩაიკეტა და გამოსვლაზე უარს აცხადებდა, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სასტუმროს პერსონალს და ინვენტარი დააზიანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდებასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 187-ე მუხლების პირველი ნაწილებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა და სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.