"ბიჭო, ბიჭო! ნახე, "ბუტკა" წაიღო... ვაიმე, რა ამბავია" - კადრები სოციალურ ქსელში ამ წუთებში ვრცელდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უამინდობამ პრობლემები შექმნა.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ვერხვისმინდორსა და კაბალში, სადაც გადაუღებელმა წვიმამ და ნალექმა მდინარე არეშის და კაბალის ადიდება გამოიწვია.
დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ასევე, მდინარე კაბალი, ადიდების შედეგად ლაგოდეხი-კაბალი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე გადავიდა და საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა. გზაზე გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია.
სტიქიის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები და იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.