უმძიმესი ავარია - არის მსხვერპლი
ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შეჯახება პოლიციის მანქანის წინ მიმავალი ავტომობილის არასწორ მანევრს მოჰყვა, შემთხვევა კი 26 სექტემბერს მოხდა.
ფაქტის შესახებ დამატებით დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.