სლოგანით - „აფხაზეთი საქართველოა - არა რუსულ რეჟიმს“, გმირთა მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა მიმდინარეობს
„აფხაზეთი საქართველოა - არა რუსულ რეჟიმს“ - ამ სლოგანით გმირთა მოედნის მემორიალიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ დევნილები, რომლებსაც უჭირავთ ბანერები წარწერით: „ერთად ერთისთვის - აფხაზეთისთვის“.
გარდა ამისა საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობენ ის პირები, რომლებიც პერმანენტულ პროტესტში ამ დრომდე მონაწილეობდნენ.
მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებისგან ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, არა რუსულ ოცნებას“.