loader

პაატა ბურჭულაძე "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ვიდეოკადრებს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაატა ბურჭულაძე "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ვიდეოკადრებს ეხმაურება

"რუსთაველის გამზირის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ვიდეოკადრებს ეხმაურება.

"რუსთავი 2"-ის ცნობით, "არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიასთან 4 ოქტომბრის გეგმებზე კონსულტაციებს მართავენ"...

"რუსთავი 2" რამდენიმე დღეა დამდევს და ეძებს ჩემს, მურთაზ ზოდელავას და ბაჩო ახალაიას ურთიერთობას.

ეს გოგონა არის ბაჩოს შვილი, შესანიშნავი მარიამი, რომელიც ჩემი შვილის, შუქრის ნათლულია და წლებია სიახლოვე მაქვს ბაჩოსთან და მის მეუღლე ანისთან.

ასე, რომ არ გამოუვათ ახალი ლეგენდის შექმნა.

"რუსთავი 2"-ს კი მინდა დავუდასტურო, რომ არც მე და არც ჩემი ოჯახის არცერთ წევრს არ გვყავს მონათლული არცერთი "ოცნების" ოჯახის წევრი. მადლობა ყურადღებისათვის" - წერს პაატა ბურჭულაძე.