მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტიამ გაიმარჯვა - როგორ აფასებენ მსოფლიო ლიდერები არჩევნების შედეგებს?
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტიამ გაიმარჯვა. მეორე ადგილი ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით „პატრიოტულმა ბლოკმა“ დაიკავა. მესამე ადგილზე კი საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“ გავიდა.
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობა 52,2% იყო.
პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერი კი 5%-ს შეადგენდა, ხოლო ბლოკებისთვის - 7%-ს. მოლდოვის არჩევნებში მაია სანდუს პარტიის გამარჯვებას მსოფლიოს ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ.