loader

საგანგებო ბრიფინგი სუს-ში, რას აცხადებენ უწყებაში - "ბრიფინგის დაწყებამდე მედიასაშუალებებს მივაწოდეთ ფოტომასალა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგანგებო ბრიფინგი სუს-ში, რას აცხადებენ უწყებაში - "ბრიფინგის დაწყებამდე მედიასაშუალებებს მივაწოდეთ ფოტომასალა"

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი 403 095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს „გურია ენერჯის“ დირექტორი მ.ჟ. და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი პ.რ. ასევე, საზედამხედველო კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს ტ.მ-ს წარედგინება ბრალდება.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას.