"თათია პატარა იყო, როცა დედამისმა ორი შვილი და ქმარი ერთ დღეს დაკარგა ავტოკატასტროფაში... იმ მანიაკის გამო, ერთადერთ შვილსაც კარგავს" - კასპში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები
დრომდე მძიმეა ყოფილი ქმრის მიერ დამწვარი ახალგაზრდა ქალის თათია ლომინაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უმძიმესი დანაშაული კასპში, ე.წ. მირიანის დასახლებაში 26 სექტემბერს მოხდა. ზურაბ ბურდულმა ყოფილ ცოლს, თათია ლომინაძეს ჯერ დანით მიაყენა ჭრილობა გულმკერდის არეში, შემდეგ სახეზე ქიმიური ნივთიერება შეასხა და ბოლოს აალებული ბოთლი ესროლა და ასე წაუკიდა ცეცხლი.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცეცხლწაკიდებული ახალგაზრდა ქალის დახმარება მეზობლებმა სცადეს და ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა ქალმა უმძიმესი დამწვრობა მიიღო და ახლა ის ხეჩინაშვილის კლინიკაში სიკვდილს ებრძვის.ზურაბ ბურდულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. როგორც ცნობილია, საქმეში დევს მისი ჩვენება, სადაც დეტალურად აღიარებს მკვლელობას,. თუმცა საქმეში ადვოკატის ჩართვის შემდეგ კი მან დუმილის უფლება გამოიყენა. თავად ბრალდებულს სასამართლო სხდომაზე მომხდარზე არ უსაუბრია. პროკურორის განცხადებით, ბრალდებული დაზარალებულს შერიგებას სისტემატურად სთხოვდა, „უარის მიღების შემდეგ კი განიზრახა მისი განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა".
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზოგადოების დიდი ნაწილი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. როგორც ირკვევა, დამნაშავე ადრე ნასამართლევია, მას ამჟამად შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.
”ჩემი მეზობელია ეს დამნაშავე ბიჭი, უვარგისი, ნაციხარი, ნარკომანი, მოთამაშე. ის ციხიდან არ უნდა გამოვიდეს. როგორ გაიმეტა ეს კარგი გოგო და ასე ცოცხლად რომ უნდოდა მისი დაწვა. ის საშიშია საზოგადოებისთვის, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. წესით მსგავსი მეთოდით უნდა გაუსწორდე მას და ისიც ცოცხლად უნდა დაწვა. ამბობს ჩვენთან ერთ ერთი ადგილობრივი.
”ვისაც რა შეუძლია! რომ იცოდეთ თათიას და დედამისს მანამდე რა აქვთ გადატანილი, ჩემსავით სიბრაზის და უსამართლობის გრძნობა გაგიასმაგდებოდათ. როდესაც თათია პატარა იყო დედამისმა ორი შვილი და ქმარი ერთ დღეს დაკარგა ავტოკატასტროფაში. ორი ტყუპი და და მათი მამა ერთ დღეს დაკრძალეს. ირმა დეიდას ყოველ ღამე ტყუპების საფლავზე პოულობდნენ. ასეთ ტრაგედიაში და სიმწარეში გაიზარდა თათია, მაგრამ ცხოვრებას აჯობა და დამოუკიდებელ, ძლიერ გოგოდ იქცა. დედამისს ცხოვრებამ ეს ერთი შვილი შეურჩინა და ახლა იმ მანიაკის გამო, ამ ერთადერთ შვილსაც კარგავს. მისი გადარჩენის იმედი კიდევ არსებობს! განაგრძეთ კითხვა