loader

რა სიტყვებით მიმართა რომეო მიქაუტაძემ სხდომათა დარბაზში მყოფ მეუღლეს და რა უპასუხა მან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სიტყვებით მიმართა რომეო მიქაუტაძემ სხდომათა დარბაზში მყოფ მეუღლეს და რა უპასუხა მან?

ნუ ხარ ცუდ ხასიათზე, - ამ სიტყვებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სხდომათა დარბაზში მყოფ მეუღლეს, ნინო მიქაუტაძეს მიმართა.

„გადასარევ ხასიათზე ვარ, ამ დღეზე ვოცნებობდი",- მიმართა მას ნინო მიქაუტაძემ.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ სხდომათა დარბაზში მყოფ პირებს მიმართა, რომელთაგანაც ერთ-ერთმა ფოტო გადაიღო. მან განმარტა, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრებს მისცა საშუალება, მიქაუტაძეს მისალმებოდნენ, ამით კი დამსწრეებს ბოროტად არ უნდა ესარგებლათ.

„მთავარი მაინც მე ვარ და მე გიხდით მადლობას",- მიმართა მას მიქაუტაძემ.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ასევე, დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

მოსამართლე ლელა კალიჩენკოს მიერ დაკავებულისთვის მისი უფლებების განმარტებისას გახდა ცნობილი, რომ მიქაუტაძეს 9 ბრალდება აქვს წაყენებული.

ამასთან, მოსამართლის კითხვაზე, სცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ, მიქაუტაძემ უპასუხა, რომ ის "თავს დამნაშავედ არ ცნობს".

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.