"ფრთხილად იყოს ის გოგო, სჯობს! კობახიძე ცდილობს, არავინ დატოვოს ალტერნატივა" - ვისზე საუბრობს გია ხუხაშვილი?
"კობახიძე არის რესურსი. ღარიბაშვილი კი არ არის, რომელიც შვილივით უყვარდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველა უბედურება უნდა აკიდოს, რაც 5 ოქტომბრამდე მოხდება. ბიძინა ივანიშვილის გეგმაა, ჩარეცხოს კობახიძე და მოიყვანოს ვინმე სხვა. კობახიძე პარალელურად ცდილობს, ამ სპეცოპერაციის კვალდაკვალ ბიძინას ირგვლივ არავინ დატოვოს ალტერნატივა, არ ვიცი [მარიამ] ქვრივიშვილს რას მოუგონებს, ჯობია ის გოგო ფრთხილად იყოს... სისტემის შიგნით კრაზანების ბუდეა", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა