უმძიმესი ავარია, რომელსაც ცოლ-ქმარი ემსხვერპლა - "დაუჯერებელი ტრაგედია ტრიალებს, ოთხი პატარა ბავშვი დაობლდა"
ტრაგედია დატრიალდა მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში. ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, ხიდიდან გადავადა.
გარდაცვლილები არიან მზეო უმფრიანი და ლევანი ანსიანი. მათ ოთხი შვილი დარჩათ."დაუჯერებელი ტრაგედია ტრიალებს, რატომ ასეთი მწარე ბედისწერა? ოთხი პატარა ბავშვი დაობლდა. ტირის მთელი მესტია" - ამბობენ დაღუპულის ახლობლები.