ეგვიპტელი ფოტოგრაფი ეზ გაბერი მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება
"როცა ქვეყნის უსაფრთხოებაზეა საუბარი, მე საქართველოს ავირჩევდი. ეს იყო 10-ბალიანი მიწისძვრის მსგავსი იმ იდიოტებისთვის, რომლებიც ჩემზე ზეწოლას ცდილობდნენ.
უკვე თითქმის ორი წელია, ქუჩაში ფოტოებს ვიღებ. არასდროს არავისთვის მითხოვია რამე და არც მომავალში დავუშვებ, რომ ვინმე ჩემს საქმეებში, სამუშაოში ჩაერიოს ან მიბრძანოს, რა უნდა ვქნა და რა არა...
და კიდევ ერთი, მე პრეზიდენტისგან მედალი არ ამიღია. მან ეს ჯილდოები ყველა სხვა ფოტოგრაფს მისცა, მე იქვე ვიდექი და ვუყურებდი, ბოლოს კადრიდან გასვლაც კი მთხოვეს. მიწვევითაც ბოლო წუთებში მიმიწვიეს. მე მაქვს ჩემი პირადი თავისუფლება, რომლის ფასიც პოპულარობაა. თქვენ ჩემი მადლიერი უნდა იყოთ" - ამის შესახებ ეგვიპტელი ფოტოგრაფი ეზ გაბერი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, ეზ გაბერი საქართველოში საზოგადოების დიდმა ნაწილმა საპროტესტო აქციების დროს გადაღებული ფოტოებით გაიცნო.
ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაბერი ამჯერად "ქართული ოცნების" პოლიტიკოსების საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იღებს ფოტოებს, რის გამოც საზოგადოების ნაწილმა ფოტოგრაფი გააკრიტიკა, რასაც ეზ გაბერმა პოსტით უპასუხა.