ხელფასი იზრდება - ცნობილია, ვინ რამდენი ლარით მეტს აიღებს 2026 წლიდან
2026 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასები ისევ იზრდება - ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტში.
კერძოდ, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, ხელფასები 10%-ით გაეზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს. შედეგად, როგორც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, ბოლო 4 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში ხელფასები 46%-ზე მეტით გაიზრდება.
უფრო კონკრეტულად, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ 1-ლი იანვრიდან ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ:
პოლიციელებს;
ჯარისკაცებს;
საჯარო სკოლების მასწავლებლებს;
ბაღის თანამშრომლებს;
პირველადი ჯანდაცვის პერსონალს.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სკოლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ზრდა 700-800 ლარის ფარგლებში მოხდება, ხოლო საბავშვო ბაღების პერსონალის საშუალო ხელფასის 400-500 ლარით. განაგრძეთ კითხვა