loader

ნინი ზარქუა ტენდერებთან დაკავშირებით მისი ოჯახის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინი ზარქუა ტენდერებთან დაკავშირებით მისი ოჯახის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

"მინდა გამოვეხმაურო ნაც ჟურნალისტების მიერ შეთხზულ სიცრუეს. გასაგებია, არჩევნებია და ისევ გინდათ ჩემი ძმის მიმართ შავი პიარის აგორება და ამიტომაც ჩემს მეუღლეს და ზოგადად ჩვენს ოჯახს იყენებთ!" - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის და, დიზაინერი ნინი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონოდ შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. საქმე ეხება ტენდერებს, რომელთა საერთო ღირებულება 94 444 427 ლარს შეადგენს და 30 საბავშვო ბაღისა და 4 სკოლის აშენებას ითვალისწინებს. დღეის მდგომარეობით, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.

ნინი ზარქუას თქმით, მის ძმას და ქმარს, ალექსანდრე ამისულაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ საქმესთან.

"მინდა გამოვეხმაურო ნაც ჟურნალისტების მიერ შეთხზულ სიცრუეს. გასაგებია არჩევნებია და ისევ გინდათ ჩემი ძმის მიმართ შავი პიარის აგორება და ამიტომაც ჩემს მეუღლეს და ზოგადად ჩვენს ოჯახს იყენებთ! თუმცა არ მინდა თქვენი მაყურებელი შევიდეს შეცდომაში და ამიტომაც ვხსნი...

ჩემს მეუღლეს და მით უმეტეს, ირაკლი ზარქუას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტენდერებთან! ეს კომპანია "ლაგი კაპიტალი"არის გასხვისებული (გაყიდული) 2 ან 3 წლის წინ ზუსტად არც მახსოვს, შემდგომ, ახალმა მფლობელებმა რაც ჩაიდინეს არანაირ კავშირში არაა ალექსანდრე ამისულაშვილთან! მეტსაც გეტყვით საერთოდ სახეზეც კი არ იცის ეს პიროვნებები!გამოძიება დაადგენს ყველას დანაშაულს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ იმისთვის, რაც ჩაიდინეს, თუმცა ვაი ჟურნალისტებს მოუწევთ ბოდიშის მოხდა ჩემი ოჯახისთვის, რომლებიც სიცრუეს ავრცელებენ და მაყურებელი შეყავთ შეცდომაში!

p.s. ხოლო სკეპტიკოსებს შეგიძლიათ ჩვენებებიც ნახოთ დაკავებულების და კიდევ უფრო მიხვდებით,რომ ჩემი

ოჯახი ამ თემასთან საერთოდ არ არის კავშირში!" - წერს ნინი ზარქუა.

ასევე იხილეთ: საგანგებო ბრიფინგი საგამოძიებო სამსახურში - დაკავებულია 2 პირი: "თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს"