მძიმე კადრები ტრაგედიის ადგილიდან, სადაც ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა
მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მომხდარ უმძიმეს ავტოავარიას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, გზიდან მდინარეში გადავარდა.
გარდაცვლილები არიან მზეო უმფრიანი და ლევანი ანსიანი. წყვილს ოთხი შვილი დარჩათ.