კოტეჯი წყნეთში, მცხეთაში, ციხისძირში, გონიოში - მხოლოდ 100 ლარად - "თანხა წინასწარ ჩავრიცხეთ, მაგრამ ადგილზე რომ მივედით გვითხრეს; ასეთი კოტეჯი აქ, არასდროს ყოფილაო"
ნინი ერთ-ერთია იმ ათობით დაზარალებულს შორის, რომელმაც წყნეთში, კოტეჯი იქირავა, თანხა წინასწარ ჩარიცხა, თუმცა ადგილზე მისულმა აღმოაჩინა რომ მსგავსი კოტეჯი იმ ადგილას არასდროს ყოფილა.
ჯავშნების მისაღებად კლიენტებს ინსტაგრამ გვერდზე პასუხობენ . ჩვენც ვცადეთ მათთან დაკავშირება, თუმცა რაც მათი თაღლითური სქემის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, შეტყობინებებს აღარ პასუხობენ.
ერთი შეხედვით, მათი განცხადებები საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. თუმცა კარგად დაუკვირდებით მიხვდებით, რომ ეს განცახდებები რეალობას აცდენილია.
ყველაზე არარეალური ფასია, რადგან ასეთი კეთილმოწყობილი კოტეჯის 100 ლარად დაქირავება შეუძლებელია.
მათ ტიკ ტოკ პლატფორმაზე 47 000 ზე მეტი გამომწერი ჰყავთ და კლიენტებს კოტეჯებს მცხეთაში, წყნეთში, ქედაში ციხისძირში, გონიოში, ბეშუმსა და ხულოში სთავაზოვბენ. ყველა განცხადებაზე კი კომენტარების ველი გათიშულია.
დაზარალებულებმა სამართადამცავებს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.
მოქალაქეები ყოველდღიურად ინტერნეტში სხვადასხვა თაღლითობის მსხვერპლი ხდებიან. თაღლითები ხალხს მიმზიდველი წინადადებით ატყუებენ, მათ მახეში მოქალაქეები მარტივად ებმევიან, საბოლოოდ კი საკმაოდ სოლიდურ თანხებს კარგავენ.