loader

სუს-ი ფარულად გადაღებულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს აქვეყნებს - "10 000-ად გავაკეთებთ ყველაფერს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუს-ი ფარულად გადაღებულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს აქვეყნებს - "10 000-ად გავაკეთებთ ყველაფერს"

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დ.კ. და გ. ო. დააკავეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქმე ეხება თაღლითობის მცდელობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტს.