loader

საავადმყოფოში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და ჭრილობები მიაყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საავადმყოფოში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და ჭრილობები მიაყენა

საავადმყოფოში გარდაიცვალა 34 წლის თათია ლომინაძე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა, ზურაბ ბურდულმა კასპში, ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და ჭრილობები მიაყენა.

შემთხვევა 25 სექტემბერს მოხდა.

ზურაბ ბურდულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"8 წლის შვილი ჰყავთ, ახლა ბავშვის ნახვაზე ჰქონიათ დავა, რომ არ ანახებდა ბავშვს, დამუქრებია, დაგწვავო, აასრულა ეს მუქარა. დილით ბავშვი სკოლაში წავიდა და ამ დროს მოხდა ეს ტრაგედიაც...

"დაშორების მიუხედავად, თავს არ ანებებდა. მოსვენებას არ აძლევდა. სამჯერ ჰქონდა გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, მაგრამ ხომ ხედავთ, საქმე სადამდე მივიდა. რა უნდა უთხრან მის შვილს სამართალდამცავებმა? ბავშვი გამუდმებით დედას კითხულობს. რომ ჩაესვათ ციხეში, ეს ხომ არ მოხდებოდა. რატომ ვერ იცავს სახელმწიფო ქალებს მოძალადეებისგან?!".- ამბობენ დაღუპულის ახლობლები "კვირის პალიტრასთან".