"ინსტაგრამზე", პირდაპირ ეთერში 3 გოგო, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი გააუპატიურეს, აწამეს და მოკლეს - არგენტინაში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები
არგენტინაში, ადგილობრივმა ნარკოტიკებით მოვაჭრე ბანდამ სამი გოგო, რომელთაგან ერთ-ერთ არასრულწლოვანი იყო, "ინსტაგრამზე", პირდაპირ ეთერში გააუპატიურა, აწამა და ბოლოს მოკლეს.
უსაფრთხოების მინისტრმა ხავიერ ალონსომ განაცხადა, რომ სოციალურ მედიაში არსებულ დახურულ ჯგუფში, "ლაივ" რეჟიმში გადაცემულ ამ საზარელ კადრებს დაახლოებით 45 ადამიანმა უყურა.
"აი, რა ემართებათ მათ, ვინც ჩემს ნარკოტიკებს იპარავს", - აცხადებს ვიდეოში ერთ-ერთი დამნაშავე.
გოგონები - 20 წლის ბრენდა დელ კასტილიო, 20 წლის მორენა ვერდი და 15 წლის ლარა გუტიერესი პარასკევს გაუჩინარდნენ. მოგვიანებით პოლიციამ დაადასტურა, რომ მათი ცხედრები ბუენოს-აირესის სამხრეთ გარეუბანში მდებარე სახლის ბაღში იპოვეს დამარხული.
გამომძიებლების თქმით, გოგონები თავდაპირველად წვეულებაზე დაპატიჟეს, ისინი ბუენოს-აირესიდან სამხრეთით, დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარე ფლორენსიო ვარელას ქალაქში მდებარე სახლში მიყვანეს და იქ მათ ადგილობრივი ბანდისგან ნარკოტიკების მოპარვაში დასდეს ბრალი. განაგრძეთ კითხვა>>>