loader

პატრიარქი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - "დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - "დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ"

დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ლევან ანსიანის და ქეთევან (მზეო) უმფრიანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, - აღნიშნული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ლევან ანსიანის და ქეთევან (მზეო) უმფრიანის გარდაცვალების გამო დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ლევან ანსიანის და ქეთევან (მზეო) უმფრიანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს;30 სექტემბერს ჭუბერის გზაზე მომხდარმა ავარიამ ამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა; ობლად დარჩა ოთხი პატარა: ილია, ოთარი (ოთო), მათე და მოსე.აღვავლენთ

ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა უკვდავი სულნი და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს, ხოლო მათ მშობლებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს ურყევი რწმენა იმისა, რომ სულისა და სხეულის გაყრა არ ნიშნავს სიკვდილსა და

გაქრობას, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ლევანი და ქეთევანი (მზეო) ახლა ხდებიან.შეგახსენებთ, დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვით შეწევნას და მათ სახელზე აღსრულებულ ნებისმიერ სხვა კეთილ საქმეს.ღმერთმა განგამტკიცოთ და

განგაძლიეროთ;ღმერთმა დალოცოს და თვისი წყალობა და ნუგეში მომადლოს ილიას, ოთარს, მათესა და მოსეს, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ილია II სრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი

03.10.2025