მწვავე დაპირისპირება მეტეხის ხიდთან - იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ, რომლის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
იგორ ნარმანია აქტივისტებთან ერთად მეტეხის ხიდზე 4 ოქტომბრის პროტესტთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებდნენ, რა დროსაც თავდასხმა მოხდა.
„აგრესიულად იყვნენ განწყობილი, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ვერაფერს ვერ დამაკლებენ, ამ ბრძოლაში ვის შეაშინებენ? აქ ათასობით კამერაა და პოლიციამ რომ ამოიღოს [გამოჩნდება], გვერდიდან მომეპარა. თქვენი არავის არ ეშინია და ხვალ მოგიწევთ მშვიდობიანად წასვლა ხელისუფლებიდან“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.
აღნიშნულის გამო, განცხადების გაკეთება ვერ მოხერხდა.